სამართალი
„დღეს-ხვალ“ ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე შევა

1oniSCenko-sammaaa2საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. რუსეთის სანიტარიული სამსახური უახლოეს ხანებში  ქართული ღვინისა და კონიაკის მიწოდების დაწყებაზე ნებართვის გაცემას გეგმავს. „დღეს-ხვალ გავცემთ ნებართვას პროდუქციის 22 სახეობაზე, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარა და წაყენებულ მოთხოვნებს შეესაბამება“, – განაცხადა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა, რფ-ის სახელმწიფო სანიტარიულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ.

მისი თქმით, ქართული ღვინის პროდუქციის 22 სახეობა რუსეთის სახელმწიფო რეესტრში იქნება შეტანილი, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება მიწოდების დაწყება და ეს უკვე ქართველ მწარმოებლებზეა დამოკიდებული.

„როსპოტრებნადზორის“ ექსპერტთა მეორე ჯგუფი საქართველოს 2013 წლის 1 აპრილს ეწვევა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ღვინისა და სურსათ-სანოვაგის ეროვნულ სააგენტოსთან ღვინისა და მინერალური წყლების საწარმოებში რუს ექსპერტთა სტუმრობის გრაფიკი შეთანხმდება.