სამართალი
საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ XII საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია „ნავთობი, გაზი, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა“ – GIOGIE-2013 გახსნა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი ედუარდ სტავიცკი.კონფერენციას ესწრებიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, ასევე, დიდი ბრიტანეთისა და ყაზახეთის საელჩოების წარმომადგენლები, ნავთობისა და გაზის სექტორში მომუშავე კომპანიები და ექპერტები.
კონფერენციაზე მდგრადი განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ, ასევე, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივების, ენერგოსექტორში დაგეგმილი და მიმდინარე საინვესტიციო პროექტების შესახებ იმსჯელებენ.
კონფერენცია ხვალ დაასრულებს მუშაობას.