საზოგადოება
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ავღანეთის მისიის დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ინტეგრირება შეიარაღებულ ძალებში კიდევ უფრო გააქტიურდება.
„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ მათ ჰქონდეთ განცდა, რომ არიან ჯარის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი საერთო ოჯახის განუყოფელი ნაწილი. ჩვენ ინდივიდუალურად საუბარი გვაქვს, თუ როგორ დასაქმდებიან ისინი თავდაცვის სამინისტროში. მათ ჯანმრთელობა შეწირეს ქვეყნის უსაფრთხოებას და ყველა საბრძოლო ამოცანას, გარკვეულწილად, ვეღარ შეასრულებენ, მაგრამ აუცილებლად მოინახება მათთვის ადგილი სხვა დანიშნულებით, რომელიც თვითრეალიზაციის საშუალებას მისცემს ჯარისკაცს. მნიშვნელოვანია, რომ მათი ოჯახის წევრებსაც ანალოგიურრი განცდა ჰქონდეთ, ამიტომ ჩვენ ოჯახის პროგრამასაც ვადგენთ“, – აღნიშნა შეხვედრაზე ალასანიამ.