საზოგადოება
სამებაში ზვიად გამსახურდიას ხსოვნის საღამო გაიმართება

1zviad-sazoo-2-mtსაქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. როგორც ქართველმა პოეტმა, ქალბატონმა  თინათინ მღვდლიაშვილმა, საქინფორმის კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნა, ახლოვდება საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირისა და პოეტის, ბატონი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღის თარიღი.

ქალბატონი თინათინისა და მამა პეტრეს (კვარაცხელია) ორგანიზატორობით 31 მარტს, 19.00 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში (სამების ტაძარი, I სართული) გაიმართება ეროვნული გმირის – ზვიად გამსახურდიას – ხსოვნის საღამო.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ქალბატონმა თინათინმა 2013 წლის 25 იანვარს პატივი მიაგო სახალხო პოეტ მიხა ხელაშვილსა და, ზოგადად, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრების ხსოვნას – „მტერიც არ შამხვდა მტრისფერი“ – და ღირსშესანიშნავი საღამო აჩუქა პოეზიისმოყვარულ საზოგადოებას.

1zviad-sazoo-2-1 1zviad-sazoo-2-2
1zviad-sazoo-2-3 1zviad-sazoo-2-4