პოლიტიკა
პარტია „საქართველოს გზამ“ სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტია გმობს ბოლოდ დროს ბიზნესმენებზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე გახშირებული ზეწოლის ფაქტებს და ხელისუფლებას უკანონო რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
სალომე ზურაბიშვილის პარტიაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება ტერორი როგორც ბიზნესის, ასევე პოლიტიკური ოპონენტებისადმი, რაც ხშირ შემთხვევაში ადამიანების თავისუფლების აღკვეთით მთავრდება.
მათივე მოსაზრებით, მსგავსი ქმედებები მიმართულია ბიზნესის განადგურებისკენ, საზოგადოებაში შიშის დანერგვისაკენ და ხელს უწყობს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროვოცირებას.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყდეს უკანონო რეპრესიები, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტიკური და უკანონო პატიმრები“, - აღნიშნულია განცხადებაში.