უცხოეთი
ლონდონში ბორის ბერეზოვსკი გარდაიცვალა

1berez-ucx-3საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. სამშობლოდან გაქცეული რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი, რომელიც ბოლო წლებში დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა, შაბათს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბერეზოვსკის სიკვდილის შესახებ პირველმა მისმა სიძემ – ეგორ შუპემ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.

ბერეზოვსკის ცხედარი მისი სახლის სააბაზანოში აღმოაჩინეს. სააგენტო „იტარ-ტასის“ ცნობით, სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიასაც არ გამორიცხავენ.

ამასთან, გამოცემა „გარდიანმა“ ბერეზოვსკის მეგობრებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ოლიგარქი ბოლო თვეებში დეპრესიით იტანჯებოდა, გამუდმებით დათრგუნული იყო და რეგულარულად ფიქრობდა სუიციდზე. გაზეთის ცნობით, იგი მკურნალობის კურსს გადიოდა კლინიკა „Priory”-ში და ანტიდეპრესანტებსაც იღებდა.

„რია ნოვოსტის“ წყაროს ცნობით კი, ბერეზოვსკი თავის აგარაკზე ინფარქტით გარდაიცვალა ისრაელიდან დაბრუნების შემდეგ,ს ადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.