უცხოეთი
პესკოვი ბერეზოვსკის მონანიებაზე პუტინის წინაშე

1berez-ucx-1საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. რუსმა ოლიგარქმა ბორის ბერეზოვსკიმ, რომლის გარდაცვალების თაობაზეც დიდ ბრიტანეთში შაბათს შეიქნა ცნობილი, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეცდომების გამო ბოდიში მოუხადა და რუსეთში დაბრუნების იმედი გამოთქვა. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ტელეკომპანია „როსია 24“-ის ეთერში განაცხადა.

პესკოვის თქმით, პუტინისთვის ცნობილია ბერეზოვსკის გარდაცვალების შესახებ. თუმცა, პრესმდივნის სიტყვებით, მან არაფერი იცის ამის თაობაზე პრეზიდენტის რეაქციაზე.

„რამდენიმე ხნის, შესაძლოა, ორიოდე თვის წინ, ბერეზოვსკიმ პუტინს წერილი გამოუგზავნა, სადაც აღიარა, რომ ძალიან ბევრი შეცდომა მოუვიდა, პუტინს ბოდიში მოუხადა და სთხოვა, სამშობლოში დაბრუნების საშუალება მიეცა“, – აღნიშნა პესკოვმა.