უცხოეთი
ბერეზოვსკი სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე: „რუსეთში დაბრუნებაზე მეტად არაფერი მინდა...“

1berez-ucx-2საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი, რომელიც შაბათს დიდ ბრიტანეთში 68 წლის ასაკში გარდაიცვალა, სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე ამბობდა, რომ ბევრი განხიბვლა განიცადა და ცხოვრების საზრისი დაკარგა. „ფორბსის“ საიტზე გამოქვეყნდა ბერეზოვსკის ბოლო ინტერვიუ, რომელიც მის გარდაცვალებამდე რადენიმე საათით ადრე ჩაწერეს.

„რუსეთში დაბრუნება... რუსეთში დაბრუნებაზე მეტად არაფერი მინდა. როცა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მაშინაც კი მინდოდა რუსეთში დაბრუნება. მხოლოდ ელენა ბონერის რჩევით დავრჩი. მთავარი, რაც სათანადოდ ვერ შევაფასე – რუსეთი ჩემთვის იმდენად ძვირფასია, რომ ემიგრანტობა არ შემიძლია“, – განაცხადა ბერეზოვსკიმ.

„ბევრი რამ გადავაფასე. მათ შორის, საკუთარი თავიც. რაც შეეხება რუსეთსა და დასავლეთს, აბსოლუტურად იდეალისტურად წარმომედგინა დემოკრატიული რუსეთის მშენებლობის შესაძლებლობა და იდეალისტურადვე წარმომედგინა, თუ რა არის დემოკრატია ევროპის ცენტრში. სათანადოდ ვერ შევაფასე რუსეთის ინერტულობა და ზედმიწევნით შევაფასე დასავლეთი. და ეს თანდათან მოხდა.  შევიცვალე წარმოდგენა რუსეთის გზის შესახებ“, – განმარტა მან.

კითხვაზე – ისურვებდა თუ არა ციხეში ჯდომას, თუ თავის დროზე რუსეთში დარჩებოდა, ბერეზოვსკიმ მიუგო, რომ ახლა ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. „ხოდორკოვსკიმ... თავი გადაირჩინა... ეს არ ნიშნავს, რომ მე თავი დავკარგე. თუმცა, მასზე მეტი გადაფასებები და განხიბვლები განვიცადე. ხოდორკოვსკიმ – ნაკლები... მე ცხოვრების საზრისი დავკარგე. არ მინდა, პოლიტიკით დავკავდე... არ ვიცი, რა გავაკეთო. 67 წლისა ვარ. და არ ვიცი, აწი რა უნდა გავაკეთო“, – განაცხადა ბერეზოვსკიმ.