სამართალი
სოციალურად დაუცველებმა მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს

1meriaSi-samarTaa3საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. ამ წუთებში დედაქალაქის მერიასთან სხვადასხვა ობიექტში შესახლებულ სოციალურად დაუცველთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  ისინი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა და მერიის წარმომადგენლების – ზაზა ჭელიძის, მამუკა ქაცარავას, გიორგი მამრიკიშვილისა და მერ გიგი უგულავას, წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

სოციალურად დაუცველთა განცხადებით, თუკი მერიიდან არ ჩამოვა ვინმე და მათ არ გაესაუბრება, ისინი გზის სავალ ნაწილს, რომელიც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთაგან მცირე ხნის წინ გაათავისუფლეს, ისევ გადაკეტავენ.

მერიის შენობის წინ მიმდინარე სოციალურად დაუცველთა აქციას დედაქალაქის მერიაში გამოეხმაურნენ. მერიის სოციალური მომსახურისა და კულტურის სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტა მერიის კომპეტენციის ფარგლებს სცდება. ქაცარავას განმარტებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრა, აღდგენა ან სარეიტინგო ქულების მინიჭება მერიის პრეროგატივა არ არის.

„ჩვენ მათ დავეხმარებით ანტისანიტარიული დროებითი პრობლემების გადაწყვეტაში, ასევე, შევუძენთ პირველადი მოხმარების საგნებს, მაგრამ არის ბევრი საკითხი, რომლებიც ჩვენი კომპეტენცია არ არის“, – განაცხადა ქაცარავამ.