სამართალი
სააკაშვილის ესკორტი ავარიაში მოყვა

1avaria-samarTaa2საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის ესკორტი გუშინ, ღამით, ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე მოხდა, როდესაც პრეზიდენტის ესკორტის თბილისი-მარნეულის მიმართულებით მოძრავი წინა მანქანა შემხვედრ სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, გზის სივიწროვის გამო სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა გაჩერება ვერ მოახერხა. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 
თვითმხილველთა განცხადებით, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარე პრეზიდენტის ესკორტს ეკავა.

სავალი ნაწილიდან გადასული ავტომობილები დაზიანდა, მძღოლები მსუბუქად დაშავდნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.