აქტუალური
აჭარაში დაკარგული მეთევზის ძებნა განახლდა

1meTevze-aqtuaa6საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. აჭარაში დაკარგული მეთევზის ძებნა განახლდა. მეთევზე ძლიერი შტორმის დროს ზღვამ წაიღო და მას შემდეგ დაკარგულად ითვლება. სარფში ზღვამ 55 წლის მამაკაცი ორი დღის წინ თევზაობისას გაიტაცა. მასთან მყოფმა ორმა პირმა დაადასტურა, რომ თევზაობის დროს ისინი კლდეზე ისხდნენ, საიდანაც მეთევზე ღელვამ ზღვაში გადააგდო.

გონიო-სარფის მონაკვეთზე მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდნენ მაშველები. დღესვე სახანძრო-სამაშველო სამსახური ზღვის ღელვის შედეგად დანაგვიანებული სანაპიროების გაწმენდასაც განაახლებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძის განმარტებით, სამძებრო სამუშაოები განახლდა და ამ ეტაპზე კატერებით ზღვაში არიან შესული, მუშაობენ აკვალანგები.