პოლიტიკა
„ახლა ევროკავშირის ქვეყნებში არის ბევრი სამუშაო, რომ ვილნიუსის სამიტამდე მოხდეს ტექსტის პარაფირება. ყოველივე ამას ჭირდება ყოველდღიური, ძალიან ინტენსიური მუშაობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამიტომაც მოვიწვიეთ დღეს დროებითი რწმუნებულები ჰააგაში, რომ სწორედ ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც გვქონდა ლაპარაკი, არის გაეროში ჩვენი რეზოლუციის მხარდაჭერის მოპოვება მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში“, – განაცხადა მინისტრმა.
ფანჯიკიძე ნიდერლანდებიდან ჟენევაში გაემგზავრება, სადაც მოლაპარაკებების 24-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.