სამართალი
ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე დააკავეს

1dolar-samar1საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მაჰმუტ კესმეზი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში გასაღების მიზნით 99 ცალი ყალბი ასდოლარიანი კუპიურა შემოიტანა, რომლის რეალიზება მან  5 000 აშშ დოლარად მოახდინა.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქვეყნებს.