პუტინი „პირდაპირ ხაზს“ გაზაფხულზე გამართავს
საქართველო, 22 მარტი,
საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტი
ვლადიმერ პუტინი „პირდაპირ ხაზს“ რუსეთის მოსახლეობასთან გაფხულზე გამართავს. ამის შესახებ მისი პრესმდივანი
დიმიტრი პესკოვი იტყობინება, თუმცა, ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.
2012 წელს პუტინმა უარი თქვა რუსეთის მოსახლეობასთან პირდაპირი ეთერის ფორმატით ურთიერთობაზე, თუმცა, მაშინ პესკოვი მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ „პირდაპირი ხაზი“ მომავალში აუცილებლად გაიმართებოდა.