უცხოეთი
სავიზო რეჟიმი რუსეთს ევროკავშირისგან აშორებს

1rezhim-ucxსაქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. რფ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავიზო ბარიერი სახელმწიფოებს მხოლოდ ერთმანეთისგან აშორებს და არ უწყობს ხელს ურთიერთობათა განვითარებას. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა რფ-ის მთავრობის წევრებისა და ევროკომისიის წარმომადგენელთა სხდომის შემდეგ.

„ვიზები არსებით თემად და, ამავე დროს, რთულ ბარიერად რჩება ევროპასა და რფ-ში მცხოვრებ ხალხთა შორის. მათი არსებობა, სამწუხაროდ, არ უწყობს ხელს ურთიერთობათა განვითარებას და ერთმანეთისგან გვაშორებს. ამიტომ ჩვენი პოზიცია მარტივია – ვიზები უნდა გაუქმდეს, თუმცა, როგორ უნდა მოხდეს ეს, ჩვენი შეთანხმებებისა და იმ დოკუმენტების მიხედვით მოქმედებაა, რომელზეც ხელია მოწერილი“, – აღნიშნა მედვედევმა.