სამართალი
დღეს ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი განახლდება

1axalaiaa-sama2საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. დღეს საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ექს-მინისტრისა და მასთან ერთად ბრალდებული პირების საქმის არსებითი განხილვა განახლდება.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 18 მარტის სასამართლო პროცესის რამდენიმე დღით გადადების მიზეზი ახალაიას ადვოკატების შუამდგომლობა გახლდათ იმის თაობაზე, რომ დაცვის მხარეს შესავალი სიტყვის მოსამზადებლად გონივრული ვადა სჭირდებოდა. დღევანდელ პროცესზე ადვოკატები სწორედ შესავალ სიტყვას წარმოადგენენ.

ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები – ზურამ შამათავა, გაგა მკურნალიძე, გიგი კალანდაძე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი ბრალდებული არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, წამების ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.