საზოგადოება
ავღანეთში ქართველი სამხედროების კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრება

1isaf-sazzoo3საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. დღეს საქართველოდან ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის ქართველი სამხედროების კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრება, რომლის გაცილების ცერემონიალი ვაზიანში IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების III და IV ქვეითი ბრიგადების 33-ე და 42-ე ბატალიონების ჯარისკაცები ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის უკვე მზად არიან. ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ორივე ბატალიონმა კრწანისის სასწავლო ცენტრში გაიარა. სწავლებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადა ხელმძღვანელობდა.

ახალი სამშვიდობო კონტინგენტი ეტაპობრივად ჩაანაცვლებს I და II ქვეითი ბრიგადების მე-12 და 23-ე ბატალიონებს. ქართველი სამშვიდობოები საერთაშორისო მისიას ჰელმანდის პროვინციაში ექვსი თვის განმავლობაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში შეასრულებენ.