საზოგადოება
ეს დეპუტატები არიან მარიკა ვერულაშვილი (დამოუკიდებელი დეპუტატი), გოგი თოფაძე („ქართული ოცნება“) და „ნაციონალური მოძრაობიდან“ 11 დეპუტატი: პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ოჩიაური, ნიკოლოზ ყიფშიძე, აზერ სულეიმანოვი, მიხეილ მახარაძე, ზაზა კედელაშვილი, სამველ პეტროსიანი, გიორგი კანდელაკი, გიორგი (გივი) თარგამაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი და როლანდ ახალაია.
ჩამოთვლილი დეპუტატებიდან ორი – ჩიორა თაქთაქიშვილი და გიორგი კანდელაკი 21 მარტის ჩათვლით საფრანგეთში მივლინებით იმყოფებოდნენ. მიზეზები, თუ რატომ არ ესწრებოდნენ სხვა დეპუტატები სხდომას გუშინ, უცნობია.
პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გუშინდელ კენჭისყრაში 134-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა ტაბლოზე 21 მარტს, კენჭისყრის შედეგებში მითითებული იყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს 135 დეპუტატმა 0-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.