ზურაბიშვილი: „საკმარისია, მიშამ თუნდაც, სისულელეები ილაპარაკოს, ეგრევე პანიკა ეწყებათ“
საქართველო, 22 მარტი,
საქინფორმი. პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განათლების მინისტრის მოადგილე
დავით ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და
განაცხადა:
„
მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთებისთვის დაჩმორებული ნაციონალის ხილვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური თუ სახელმწიფოებრივი საკითხის გადაწყვეტა. საკმარისია, მიშა გამოვიდეს და ყინჩად და აგრესიულად ილაპარაკოს, თუნდაც, იგავმიუწვდომელი სისულელეები, ეგრევე პანიკა ეწყებათ. აბა, სხვანაირად რა ლოგიკით შეიძლება ადამიანი დაიბოღმოს იმაზე, რომ პრეზიდენტს ჩამოერთვა პარლამენტის უკითხავად საკუთარი მთავრობის დანიშვნის უფლება? მაინცადამაინც მუხლებაკანკალებული აკო მინაშვილი უნდა ეხილათ ან თმაგაშლილი და მგლოვიარე ჩიორა?“