აქტუალური
აშშ-ის საელჩო: „ეს შეთანხმება საქართველოში პოლიტიკურ ჰარმონიას შეუწყობს ხელს“

1saelCo-aqtuu5საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით გავრცელდა, ნათქვამია: შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს ლიდერებს, აგრეთვე, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას იმ ფორმულაზე შეთანხმებას, რომელმაც პარლამენტს საშუალება მისცა, პირველი მოსმენით მიეღო კანონპროექტი საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ. აღნიშნული შეთანხმება საქართველოში პოლიტიკურ ჰარმონიას შეუწყობს ხელს. ესაა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გზას გაუკვალავს ქართული დემოკრატიის კონსოლიდირებას.

საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებას უცხოური მედიაც ეხმაურება.

„სააკაშვილი, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა ოქტომბერში ეწურება, ბევრი უფლებით სარგებლობს, მათ შორის, მინისტრთა კაბინეტის დათხოვნისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ ამ უფლებას არ გამოიყენებდა, საპარლამენტო უმრავლესობა მოითხოვს, რომ პრეზიდენტს ფორმალურადაც ჩამოერთვას ეს უფლებები“, – წერს „ასოშიეითედ პრესი“.