აქტუალური
დარახველიძე: „დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად 150 მილიონი ლარი დაიხარჯება!“

1aqtualuri4-daraxvსაქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად 150 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ პროექტ საქართველოს მთავრობა – ღია მმართველობისთვის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლები როგორც რეგიონებში, ისე თბილისში აშენდება. 308 დევნილ ოჯახს ფართი უკვე გადაეცა და 300-ზე მეტს კერძო საკუთრებაში დაუკანონდა, თუმცა, ეს პროცესი კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, 5 200-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა ბინის სანაცვლოდ კომპენსაცია მიიღო. ამ დროისთვის შეკეთდა 26 ობიექტი, სადაც იძულებით გადადგილებული პირები ცხოვრობენ, 200-მდე დევნილმა კი სხვადასხვა სახით ერთჯერადი დახმარება მიიღო, განაცხადა დარახველიძემ.

მისივე განმარტებით, თბილისში 20 ათასზე მეტი დევნილი ოჯახის ბინით უზრუნველყოფას რამდენიმე წელი დასჭირდება. „თუ დევნილს აქვს სურვილი, რომ თბილისიდან რეგიონში წავიდეს საცხოვრებლად, ამასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, პირიქით, მას ექნება უპირატესობა ფართის გადაცემის კუთხით“, – განაცხადა დავით დარახველიძემ.