აქტუალური
ვანო მერაბიშვილის დედის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას

1aqtualuri3-vanoსაქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. როგორც გაზეთი „ვერსია“ იტყობინება, საქართველოს მთავარი პროკურატურა ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორის, ვანო მერაბიშვილის დედის, ჟენია მერაბიშვილის, მხრიდან მოსწავლეებსა და სკოლის თანამშრომელზე ძალადობის ფაქტს სწავლობს. პროკურატურა საკითხს განათლების სამინისტროს მიერ გაგზავნილი წერილის საფუძველზე განიხილავს.

„ვერსიის“ ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში აღნიშნულს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ თუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, საქმე აღიძვრება და გამოძიებაც დაიწყება.

პროკურატურაში შესული წერილიდან ირკვევა, რომ ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეები და სკოლის დამლაგებელი ჟენია მერაბიშვილს ცემაში ადანაშაულებენ. სკოლის დირექტორი ბრალდებას უარყოფს. მერაბიშვილის დედას მომჩივნები, სკოლის მოსწავლეების გარდა, პარტაქტივშიც დაუგროვდა. ქართული ოცნების აქტივისტ გიორგი ბერიძის განცხადებით, ქართული ოცნების მხარდაჭერისთვის მას მერაბიშვილი ოჯახის განადგურებით  ემუქრებოდა“, – წერს „ვერსია“.

შეგახსენებთ, რომ ჟენია მერაბიშვილი 2012 წელს სკოლის საუკეთესო დირექტორად დასახელდა.