აქტუალური
საქინფორმი ნიკიტა მიხალკოვს ულოცავს!

1altual-new-reსაქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი ულოცავს ნიკიტა სერგეის ძე მიხალკოვს რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარის პოსტზე ხელახლა არჩევას, დღეგრძელობას უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ ის დიდ წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კულტურული კავშირის აღდგენის დაწყებულ პროცესში.

საქინფორმის მთავარი რედაქტორის – არნო ხიდირბეგიშვილისგან: ღრმად პატივცემულო ნიკიტა სერგეის ძევ! 2011 წლის ნოემბერში, ევროპული და აზიური მედიის ფორუმის – „ФЕАМ – 2011“-ის წინ „რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა ჩემი სტატია „საქართველოს გზა ევრაზიულ კავშირში მიდის“, სადაც მე, როგორც პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, არა მარტო დეკლარირებას ვახდენ, არამედ ვასაბუთებ საქართველოსთვის ამ არჩევანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აუცილებლობას.

ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ფორუმზე, თქვენ, კინემატოგრაფიის სახელგანთქმული მეტრი, ამის შესახებ ყოფილი სსრკ-ის ყველა ქვეყნისთვის თქვით, მაგრამ უკვე ხელოვანი ადამიანის ბრძნული ენით. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, თქვენ ხომ იმ ქვეყნის ჰიმნის ავტორის შვილი ხართ, სადაც ჩვენ ყველანი ძმურ მეგობრობაში ვცხოვრობდით, ეროვნული ნიშნით შინაომების გარეშე. მაშინ ყველანი თანამემამულეები ვიყავით და ცუდ სიზმარშიც კი არ მოგველანდებოდა ომი საქართველოსა და რუსეთს შორის! რამდენიმე დღის წინ – 13 მარტს, როდესაც დიდ სერგეი მიხალკოვს 100 წელი შეუსრულდებოდა, მე გავიფიქრე: რა ცუდია, რომ ის 2009 წლის აგვისტოში გარდაიცვალა, ზუსტად ერთ წელიწადში ამ ყველაფრის შემდეგ, და ვერ მოესწრო რუსულ-ქართულ რენესანსს, რომელიც მალე შემოაბიჯებს...

ისევ „ФЕАМ – 2011“-ს დავუბრუნდები ასტანაში, სადაც დიდი პატივი მქონდა, გამეცნეთ და თქვენთან მესაუბრა: დიახ, იმ ფორუმის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მასში თქვენი მონაწილეობა იყო. სხვათაშორის, მაშინ ფორუმი რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის ყრილობას დაემთხვა, მაგრამ თქვენ ჩვენთან, მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან ჩამოხვედით, და სიკეთის, სიმამაცისა და სიყვარულის ორი მასტერკლასი ჩაგვიტარეთ!

პირველი – ეს იყო თქვენი ფილმის – „ციტადელის“, ჩვენება სერიიდან „მზით გათანგულნი 2“, რომელიც 6 თვით ადრე გამოვიდა ფართო ეკრანზე: ჩვენ გვერდიგვერდ ვისხედით, პირველ რიგში, და მე, ქართველს, ცხოვრებაში პირველად არ მრცხვენოდა ჩემი ცრემლების... ვფიქრობ, თქვენც, ამ შედევრის ავტორი, რომელმაც მანამდე 100-ჯერ მაინც ნახეთ საკუთარი გენიალური ქმნილება, ასევე, ძალზე აღელვებული იყავით, იმიტომ, რომ ბოლო კადრებისას ადექით და სიბნელეში, დახრილმა, შეუმჩნევლად სცადეთ დარბაზიდან გასვლა. არ გამოგივიდათ – მე წამოვდექი და ტაში დაგიკარით, მერე კი – მთელი დარბაზი ამყვა, ფეხზე ადგომით!

მეორე მასტერკლასი მეორე დღეს ჩაატარეთ, მის მონაწილეებთან ფორუმის პროგრამით დაგეგმილ  შეხვედრაზე. შეგახსენებთ თქვენს მხოლოდ ერთ ფრაზას: აი, დაკეტილ კარზე აკაკუნებთ, – თქვით თქვენ, გულისხმობდით რა ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას, დღეს დასავლეთისაკენ რომ ისწრაფვიან, – მაგრამ რა არის იქ? ვენ ხომ არ იცით... აქ კი, კარგია თუ ცუდი, ცნობილი მაინც არის, ეს ყველაფერი –ჩვენია!.

არ ვიცი, გაიხსენებთ თუ არა ამ ეპიზოდს, მაგრამ შეხვედრის დამთავრების შემდეგ მე მოვედი თქვენთან და გითხარით: ნიკიტა სერგეევიჩ! იცით, ჩემი ყველაზე დიდი სურვილი რა არის?! ზოგიერთ პოლიტიკოსს ხელბორკილი დაადონ და იძულებით მოივანონ კინოდარბაზში თქვენი ფილმის სანახავად, რომელიც გუშინ გვჩვენეთ! იქიდან ხომ აუცილებლად ადამიანებად გამოვლენ...“.

ამის შემდეგ ორი წელი გავიდა. და აი, გუშინ, 2013 წლის 21 მარტს, საღამოს, საქინფორმმა ნ.ს. მიხალკოვის პრესსამსახურიდან მიიღო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ რუსეთის კინემატოგრაფისტთა IX ყრილობაზე ხმათა უმრავლესობით კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ კვლავ არჩეულია ნიკიტა სერგეის ძე მიხალკოვი.

„21 მარტს რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის კინოს სახლის დიდ დარბაზში ჩატარდა რუსეთის კინემატოგრაფისტთა IX ყრილობა. ყრილობაში მონაწილეობდა 499 დელეგატი. ყრილობის ფარგლებში განიხილებოდა, აგრეთვე, საკითხი რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარის ხელახალი არჩევნების შესახებ.

თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეტენზიას აცხადებდნენ კინემატოგრაფიის ცნობილი მოღვაწეები, მათ შორის, კინორეჟისორი, რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი ვადიმ აბდრაშიტოვი; თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი და კინოდრამატურგი ვლადიმერ გრამატიკოვი; კინორეჟისორი, რუსეთის სახალხო არტისტი ნიკიტა მიხალკოვი.

ხმათა უმრავლესობით (361 მომხრე) 4 წლის ვადით არჩეულ იქნა ნ.ს. მიხალკოვი.

თავის სიტყვაში ნიკიტა სერგეის ძე მიხალკოვმა აღნიშნა, რომ მთავარი, რისი მიღწევაც ამ წლების განმავლობაში მოხერხდა – კავშირის, მისი რიცხოვნობის – 5 ათასამდე წევრის შენარჩუნება და, ამგვარად, რუსეთის ყველაზე უფრო მსხვილი პროფესიული შემოქმედებითი გაერთიანების სტატუსის შენარჩუნებაა.

ნ.ს. მიხალკოვმა, აგრეთვე, ხაზი გაუსვა, რომ 20 წლის განმავლობაში პირველად კინემატოგრაფისტთა კავშირს არ აქვს ვალები და კავშირის მთელი უძრავი ქონება ორგანიზაციის საკუთრებაში დარჩა.

ნიკიტა სერგეის ძე მიხალკოვმა მოუწოდა შეკრებილთ, ერთობლივი ძალისხმევით განაგრძონ მუშაობა კინემატოგრაფისტთა კავშირის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის რუსული კინოს საკეთილდღეოდ, აგრეთვე, ხაზი გაუსვა კავშირის მუშაობის მნიშვნელობას რეგიონებში. „კინო არა მარტო მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგშია. ცოცხალი კინემატოგრაფიული გული მთელ ქვეყანაში ძგერს. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ და განვავითაროთ მუშაობა რეგიონებში, მხარი დავუჭიროთ კინემატოგრაფისტებს მთელ ქვეყანაში და, პირველ რიგში, ახალგაზრდებს“, – განაცხადა ნიკიტა მიხალკოვმა.