უცხოეთი
საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. კვიპროსის პარალმენტი ეკონომიკის გადარჩენის ახალ გეგმაზე კენჭისყრას აღარ ჩაატარებს. ქვეყნის პრეზიდენტთან თათბირის შემდეგ დეპუტატები კუნძულის პრობლემების გადაჭრას დეპოზიტებზე გადასახადის შემოღებით კი არა, კვიპროსის ხელისუფლების განკარგულებაში მყოფი ყველა აქტივისგან სპეციალური ფონდის შექმნით აპირებენ.