საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის – ვანო მერაბიშვილისთვის, გაუგებარია, რისთვის სჭირდება ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებები. განცხადება ამის შესახებ მერაბიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები უკვე ხელისუფლების აკვიატებად იქცა და თუკი მისთვის ეს ამდენად მნიშვნელოვანია, ოპოზიცია დათმობისთვის მზადაა.„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა კარგი წინადადება, თუ ხელისულებას სურს ამ ცვლილების მიღება, მაშინ ისინი ჩაატარებენ სარეიტინგო კენჭისყრას. მე საერთოდ არ მესმის, რაში სჭირდებათ ეს ცვლილებები, მაგრამ რადგან ასეთი აკვიატება აქვთ, მაშინ ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ცვლილებებს. ისინი ჩაატარებენ კენჭისყრას, თუ ისინი ფიქრობენ ხალხზე, რა უდგას წინ იმას, რომ ითანამშრომლონ ოპოზიციასთან, გაითვალისწინოს მათი აზრი და იქამდე მიიყვანოს ქვეყნის განვითარება, როგორც მათ ჰქონდა დაგეგმილი“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ დღეს საპარლამენტო სესიაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტში ცვლილების მიღება განიხილება.