სამართალი
ევროკომისიას მიაჩნია, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტში დარღვევებია

1evrokom-samar2საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. როგორც ევროკომისიის ანგარიშშია ნათქვამი, ამნისტიის შესახებ კანონი პარლამენტმა არაერთი დარღვევით მიიღო.

„ამნისტიის შესახებ კანონის პროექტი, რომელსაც თან ერთვოდა პოლიტპატიმრების სია, 21 დეკემბერს იქნა მიღებული, რის შემდეგაც პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო. პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრად აღიარებულმა 190 ადამიანმა ციხეები დატოვა.

ამ პროცესში არაერთი დარღვევა გამოვლინდა, კერძოდ: პარლამენტმა პროცესში არ ჩართო სასამართლო ხელისუფლება, რომელსაც, წესით, ობიექტური კრიტერიუმებისა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად უნდა განესაზღვრა, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები პოლიტპატიმრები. ამასთან, ამნისტიის შესახებ კანონს არ გაუვლია წინასწარი კონსულტაცია ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიასთან, მიუხედავად იმისა, რომ იყო მოთხოვნილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აზრი.

ვენეციის კომისიის აზრით, ამნისტიის შესახებ კანონი არღვევს კანონის უზენაესობის რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპს, კერძოდ, კანონიერებას (გამჭვირვალობის ჩათვლით), კანონის პირადი შეხედულებით გამოყენების აკრძალვას, დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და კანონის წინაშე თანასწორობას“, – აღნიშნულია 2012 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ.