საზოგადოება
„ნაცმოძრაობა“ კიდევ ორმა დეპუტატმა დატოვა

1datoves-sazzooo3საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს საკრებულოს დეპუტატებმა დავით ჯინჭარაძემ და გიორგი ქველაძემ, რომლებიც ახალი ფრაქციის შექმნას გეგმავენ. მათივე განცხადებით, ფრაქცია საკუთარი სურვილით დატოვეს და რაიმე სახის ზეწოლა მათზ ეარ განხორციელებულა.

„საკრებულოს სხდომაზე მინდა, დამოუკიდებლად შემეძლოს გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ საკითხის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მხარს ყოველთვის დავუჭერ ისეთ საკითხებს, რომლებიც ჩემი ქალაქისა და ქალაქელებისთვის უკეთესი იქნება“, – განმარტა დავით ჯინჭარაძემ.

რაც შეეხება ქველაძეს, მისი განცხადებით, ის არცერთ ძალოვან სტრუქტურაში არ დაუბარებიათ და არც რაიმე ზეწოლა განუხორციელებიათ.

ამ დროისათვის „ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოში ორკაციანი უპირატესობა აქვს.