პოლიტიკა
ეს გახლდათ არა მარტო ორი პოლიტიკოსის, არამედ ორი მეგობარი -კოლეგის გულთბილი საუბარი. აღსანიშნავია, რომ მათ საუბარში მონაწილეობდა ქალბატონი სიუზანიც (ბატონ ჯეიმს ბეიკერის მეუღლე, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ქალბატონ ნანულისთან, რაც აისახა მის წიგნში „PASSING IT ON“).
საუბრისას გაკეთდა წარსულის ანალიზი. ბატონმა ჯეიმს ბეიკერმა განაცხადა, რომ ის ყველა თავის გამოსვლაში აღნიშნავს ბატონ ედუარდ შევარდნაძისა და გორბაჩოვის როლს „ცივი ომის“ დასრულებაში. ამავე დროს, ის აფასებს ედუარდ შევარდნაძის განსაკუთრებულ ღვაწლს, რომელმაც უზრუნველყო ამ პროცესის მშვიდობიანი განვითარება.
თავის მხრივ, ედუარდ შევარდნაძემ გაიხსენა ვაიომინგის შეხვედრა და იქ გაკეთებული ერთობლივი განცხადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა „ცივი ომის“ დასრულებაში.
ედუარდ შევარდნაძეს დღესაც ეამაყება ის მეგობრული ურთიერთობა, რომელიც მას აკავშირებს ჯეიმს ბეიკერთან. სწორედ ასეთი ნდობით აღჭურვილი ურთიერთობა დაეხმარა მათ მშვიდობიანი სამყაროს შექმნაში.