საზოგადოება
ანგარიში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ

1angariSi-sazzooo2საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძემ კომიტეტის წევრებს საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

შერვაშიძის განცხადებით, სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს. მისი თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში ხვნა-თესვა თითქმის დასრულებულია და კვირის ბოლოს მძიმე ტექნიკა უკვე დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლებს.

„კვირის ბოლომდე 90 ათას ჰექტარზე მეტი იქნება უკვე მოხნული და არა მხოლოდ მოხნული, შესაბამისად, კულტივაციაც იქნება დამთავრებული. ჩვენ რეალურად ვფლობთ სიტუაციას. ყველაფერი მიდის ისე, როგორც იყო დაგეგმილი. ჩვენ აუცილებლად ჩავეტევით ვადებში და ყველა ის დაპირება, რაც მთავრობის მხრიდან ფერმერებისადმი იყო მიცემული, შესრულდება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძემ.