საზოგადოება
გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, სამინისტროში დაგეგმილია სატყეო რეფორმის განხორციელება, რეფორმის ფარგლებში ტყეების გამოყენებისა და მართვის მიდგომების შეცვლა.
„ჩვენი მიზანია ტყეების გამოყენებისა და მართვის არსებული მიდგომების შეცვლა განვითარებული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებისა და რიგი კვლევების შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების გათალისწინებით“, – განაცხადა ხათუნა გოგალაძემ.
როგორც მინისტრმა განაცხადა, მისი ამასწინანდელი ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში სწორედ ტყის მართვის პრაქტიკის გაცნობას, კვალიფიციური კონსულტაციების მიღებასა და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის საფუძვლის შექმნას ემსახურებოდა.