აქტუალური
საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. დღეს, 14:00 საათზე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან აქცია გაიმართება.
ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა.
აქციის მონაწილეები სოზარ სუბარისაგან ბაჩო ახალაიასა და გაგა მკურნალიძის გლდანის ციხიდან გადაყვანას მოითხოვენ, რადგან გლდანის ციხეში მათი უსაფრთხოება არ არის დაცული და ირღვევა მათი, როგორც პატიმრების, უფლებები.„მოვითხოვთ სასჯელაღსრულების მინისტრისგან, სოზარ სუბარისგან, გადაიყვანოს ბაჩო ახალაია და გაგა მკურნალიძე გლდანის ციხიდან, ვინაიდან ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ გლდანის ციხეში მათი უსაფრთხოება არ არის დაცული და, აგრეთვე, ირღვევა მათი, როგორც პატიმრების, უფლებები.
მარაზმულია, როდესაც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს – ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება კრიმინალთან ბრძოლას მიუძღვნეს, ათავსებ საკანში, რომელიც რამდენიმე მეტრშია კრიმინალებისგან. ეს არის პირდაპირი ზეწოლა, რაც აღმაშფოთებელია“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.