„როდესაც ადამიანს ჯერ არცერთი ბრალდება არ დამტკიცებია, როდესაც მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება ემყარება მხოლოდ და მხოლოდ მოწმეების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს და როდესაც პროკურატურას ამ ჩვენების უმრავლესობა მიღებული აქვს ზეწოლის შედეგად (რაც არაერთმა მოწმემ საჯაროდაც განაცხადა), ამ ფონზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან ისეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება, რომ თურმე „ბუნებრივი რეაქციაა ბაჩო ახალაიას მიმართ“, რასაც გლდანის მე-8 დაწესებულების პატიმრების მხრიდან ჰქონდა ადგილი, ეს, როგორც მინიმუმ, წარმოშობს საფრთხეს იმ პატიმრების ქმედებების წახალისების. ბაჩო ახალაიას დამნაშავედ წარმოჩენა და გამოცხადება ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მხრიდან, ასევე, როგორც მინიმუმ, არაკომპეტენტურობაა და წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევის აშკარა მაგალითს!“,– აცხადებს თუთბერიძე.
მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა გედევან ფოფხაძის მხრიდან.