აქტუალური
პრეზიდენტი გართობასა და დროსტარებას ვერ ივიწყებს

1miSa-restor-aqtu1საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. თუ ადრე სააკაშვილი „საკურას“, „ბუფეტს“ და „ბუდა ბარს“ სტუმრობდა და ხმაურიან წვეულებებს აწყობდა, ახლა ვაკეში, ძირითადად, გეგეშიძის ბაღთან მდებარე რესტორან დაინინგ რუმს, ჭავჭავაძეზე მდებარე პომიდოროსიმოს (რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კოდუას საკუთრებაა) და თამარაშვილზე მდებარე ფრანგულ რესტორან „La Truffe-ს სტუმრობს. გვესაუბრება „თავისუფალ სტუდენტთა კავშირის“ თავმჯდომარე ნიკა მეტრეველი:

– რესტორანი „La Truffe“ ჩემი სახლის პირდაპირ მდებარეობს. შაბათს, 16 მარტს, დაახლოებით, 22 საათზე, გადაიკეტა თამარაშვილის ქუჩა, კორპუსების სახურავებზე სნაიპერები განლაგდნენ, მოვიდა სახანძრო სამსახური, რის შემდეგაც რესტორანს ეწვია მიხეილ სააკაშვილი მრავალრიცხოვანი დაცვის თანხლებით. პრეზიდენტს შეუძლია, რესტორანში მივიდეს, ივახშმოს და გაერთოს, მაგრამ მაშინ, როდესაც უამრავი სტუდენტი მხოლოდ იმიტომ გარიცხეს უნივერსიტეტიდან, რომ სწავლის საფასური ვერ გადაიხადეს და ქვეყანაში დიდი გაჭირვებაა, სირცხვილია გართობაზე ფიქრი.
რამდენ ხან დარჩა სააკაშვილი რესტორანში და ვისთან ერთად იყო?
– სააკაშვილი რესტორანს ქალებთან ერთად ეწვია, მაგრამ ვინ იყვნენ ისინი, არ ვიცი.

(მარიამ ჩიქოვანი, „ყველა სიახლის“ მიხედვით)