უცხოეთი
ბოევიკებმა მალიში ფრანგი მძევალი მოკლეს

1mali-ucxსაქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. ისლამისტმა ბოევიკებმა მალიში 2011 წელს გატაცებული ფრანგი მძევლის სიკვდილით დასჯის შესახებ განაცხადეს. მათი თქმით, ეს 10 მარტს მოხდა.

ამის შესახებ „ალ-ქაიდას“ ნდობით აღჭურვილ პირზე დაყრდნობით „ალ-ჯაზირა“ იტყობინება. ბოევიკების თქმით, მძევალს თავი მოჰკვეთეს ფრანგული ჯარების წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ნიშნად.