უცხოეთი
ქართული „კოკა-კოლა“ პუტინისათვის

1koka-ucxსაქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. კომპანია „კოკა-კოლას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ ხუმრობა უწოდა თავის განცხადებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული კომპანია „კოკა-კოლას“ კრემლს და პირადად  რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აწვდის.

წინა კვირას მედია იტყობინებოდა, რომ ქართული წარმოების „კოკა-კოლა“ ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში პრესისათვის განკუთვნილ ოთახში აღმოაჩინეს, პუტინისა და პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელ მაჰმუდ აბასის შეხვედრის მიმდინარეობისას.

ამ ინფორმაციის კომენტირებისას უწინ ჭყონიამ განაცხადა, რომ „კოკა-კოლა“ საქართველოდან შემთხვევით არ მოხვედრილა პუტინის რეზიდენციაში, რადგან მას საგანგებოდ შეისყიდიან რუსეთის პრეზიდენტისათვის. „პუტინი მხოლოდ ქართულ „კოკა-კოლას“ სვამს. რამდენ ბოთლს ყიდულობენ, არ მახსოვს, დაახლოებით, 2 ათას შეფუთვას წელიწადში“, – განაცხადა მაშინ ჭყონიამ.