მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად უმრავლესობას ხმების დანაკლისი შეუვსოს, რის გამოც სარეიტინგო კენჭისყრაში ცუდს ვერაფერს ხედავს. „ეს იყო ჩვენთვის შეურაცხმყოფელი, რომ ვიღაც მხარს უჭერს დიქტატურას, ვიღაც კი ხმას მისცემს ამ ცვლილებებს. ამ პერიოდმა აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია. ეს ლოგიკური და აპრობირებული მეთოდია იმისთვის, რომ ჩვენ და საზოგადოებამ ვიცოდეთ, რამდენია დეპუტატი, ვინც ხმას აძლევს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენ რომ არ შემოგვეთავაზებინა, თქვენც უნდა გაგეკეთებინათ ეს თქვენი ხმების ოდენობაში დასარწმუნებლად. ეს აპრობირებული მეთოდია, არაფერი გაუგონარი, მიუღებელი და განსხვავებული არ ხდება“, – აღნიშნა უმცირესობის წარმომადგენელმა.
თავის მხრივ, ინტერპრეტაციების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გიგი წერეთლის გამოსვლის შემდეგ საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა. „მე არ მითქვამს, რომ სარეიტინგო კენჭისყრას ვატარებთ. ამაზე ხვალ ვიმსჯელოთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე საერთო სასამართლოების შესახებ კანონისა და საკონსტიტუციო ცვლილებების მოსმენა იგეგმება.