სამართალი
შავგულიძე: „დაცვის მხარის უფლებები დაუახლოვდება ბრალდების მხარის უფლებებს“

1Salva-sammarTaa2საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლებმა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების შესახებ იმსჯელეს. ცვლილების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, კერძოდ, იუსტიციის სამინისტრო.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, დაცვის მხარეს ეძლევა კანონიერი უფლება, დამატებითი მტკიცებულებები თავად წარუდგინოს გამოძიებას.

„ახალი კანონპროექტის ძირითადი ფუნქცია და მიზანია მხარეთა თანასწორობის პრინციპის კიდევ უფრო გამყარება. დაცვის მხარის უფლებები უახლოვდება ბრალდების მხარის უფლებებს, მათ ერთნაირი საპროცესო შესაძლებლობები ეძლევათ. მართალია, სრული თანატოლობა ვერ იქნება, მაგრამ ის ბალანსი მაინც უნდა იყოს მიღწეული, რაც არის საერთაშორისო სტანდარტით მხარეთა თანასწორობის პრინციპის შესაბამისად“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძემ.