აქტუალური
ზაქარეიშვილი: „შეიძლება დაიწყოს აღიარების პოლიტიკის უკან დაბრუნების პროცესი“

1zaqar-aqtu4საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რომელიც მან პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა,  შესაძლოა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან დაბრუნების პროცესი დაიწყოს.

საუბარი ეხება ვანუატუს, რაც, მინისტრის თქმით, ჯერ არ დასტურდება, თუმცა, არის იმედი, რომ „მალე შეგვეძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ არათუ არაღიარების პოლიტიკა მუშაობს, არამედ უკვე აღიარების პოლიტიკის უკან დაბრუნების პროცესიც შეიძლება დაიწყოს. იმედია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, ზოგიერთი აღიარების უკან წაღება შედგება, მაგრამ ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია“.

ზაქარეიშვილის განმარტებით, საქართველოს მეგობარი ქვეყნები გარანტირებულად ადასტურებენ, რომ არ აღიარებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას,  ამასთან, მუშაობენ იმაზე, რომ მათი გავლენის არეალში მყოფმა სახელმწიფოებმა ეს არ მოიმოქმედონ.