პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენ ნებისმიერ პროვოკაციას გავუმკლავდებით“

1mediasTan-poli3საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მედიის წარმომადგენლებს ხვდება მთავრობის პროექტის – „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ – ფარგლებში.

მინისტრის განცხადებით, შს სამინისტრო სრულად აკონტროლებს და მართავს სიტუაციას ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების კუთხით. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, გარკვეული პირები მიზანმიმართულად ცდილობენ, მოსახლეობას აჩვენონ, თითქოს, ამ მიმართულებით ქვეყანაში დიდი პრობლემები შეიქმნა: „სამწუხაროა, როცა ადამიანთა ნაწილი ცდილობს, მიზანმიმართულად წარმოაჩინოს ქვეყანაში ისეთი ვითარება, თითქოს კრიმინოგენური სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და რომ ქვეყანაში გაუსაძლისი ვითარებაა. ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ ღირს. მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება“. 
მინისტრის თქმით, დანაშაული ყოველთვის იყო და იქნება, მთავარია, კრიმინოგენური სიტუაცია იყოს მართვადი და არ გაუარესდეს. 
გაზვიადებულია წარმოდგენა 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით. უბრალოდ, არ მესმის, რისი მოლოდინი აქვთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ატარებს აქციას, დავიცავთ წესრიგს, ისეთს, როგორიც არის მისაღები, და თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი, ეს იქნება თავშივე აღკვეთილი, და ყველა პროვოკატორი იქნება დასჯილი. ეს არის ჩემი პასუხი!“ – განაცხადა ღარიბაშვილმა 19 აპრილის აქციაზე წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.