აქტუალური
„გვეუბნებოდნენ, სტრატეგიულ გეგმაში ხართ ჩასმული და ბათუმში, თამარის დასახლებაში, ობიექტი რომ აშენდება, იქ შეგასახლებთო. იქ აშენდა საცხოვრებელი, თუმცა, ის წყალტუბოდან, ზუგდიდიდან და ფოთიდან დევნილ ოჯახებს გაუნაწილეს“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
მათი თქმით, არჩევნებამდე ქვეყნის პრემიერისა და დევნილთა მინისტრ დავით დარახველიძისგან პრობლემის მოგვარების დაპირება მიიღეს. თუმცა, როგორც დევნილები ამბობენ, მინისტრმა შემდეგ განაცხადა, რომ სახელმწიფოს დევნილებისათვის, რომლებზეც ერთხელ უკვე გაიცა კომპენსაცია, ახალი კომპენსაციების გაცემის საშუალება არ აქვს.