აქტუალური
მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სტუდენტ გიორგი ჩანტლაძის განცხადებით, ახალ ხელისუფლებას ისევ მოსდის შეცდომები და თავს სხვისი შეცდომებით იმართლებს. მისივე თქმით, ახალი ხელისუფლება არ ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს და გართულია პოლიტიკური ოპონენტების დაკავებებით.
„ჩვენ გავალთ აქციაზე 19 აპრილს იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებობდეს მთავრობის ოპოზიცია და ეს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოება იყოს. თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მოსაზრებები ამ კონკრეტულ მომენტში ჩვენს მოსაზრებებს დაემთხვევა, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით მათ მხარდაჭერას“, – აღნიშნა გიორგი ჩანტლაძემ და იქვე დასძინა, რომ აღნიშნულ მოძრაობას ფრაქციათა შეთანხმება პროდასავლური კურსის თაობაზე საკმარისად არ მიაჩნია „მაშინ, როცა მთავრობის ყოველდღიური მოქმედება რუსეთისკენ მოძრაობაა, რაც დამოუკიდებლობის დაკარგვის საშიშროებაზე მიუთითებს“.