საზოგადოება
საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. „როსპოტრებნადზორს“ სარეგისტრაციოდ მხოლოდ ორმა ქართულმა ღვინის საწარმომ წარუდგინა დოკუმენტები და პროდუქციის ნიმუშები.
მასში, ასევე, მითითებულია, რომ ღვინის პროდუქციის აღნიშნულ მწარმოებელთა გარდა, კიდევ 59-მა მწარმოებელმა წარადგინა განაცხადი რუსეთში ალკოჰოლიანი პროდუქციის მისაწოდებლად. თუმცა, დოკუმენტური შემოწმებისათვის ყველა მათგანს არ წარმოუდგენია სრული მოცულობის მასალები, ამასთან, ქართულმა მხარემ სიაში ჩართო დამატებითი საწარმოები, რომლებსაც რუსული უწყებისთვის არ მიუმართავთ.
უწინ რფ-ის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო იტყობინებოდა, რომ „როსპოტრებნადზორის“ ექსპერტთა მეორე ვიზიტი საქართველოში შესაძლოა, 25 მარტს შემდგარიყო, თუმცა, უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ „უწინ გამოცხადებულ ვადაში – 2013 წლის მარტის მესამე დეკადაში „როსპოტრებნადზორის“ ექსპერტთა ჯგუფის საქართველოში სტუმრობა, სავარაუდოდ, გადაიწევს ქართული მხარის მიზეზით“.