სამართალი
პავლე კუბლაშვილის კითხვაზე, თუ რა გააკეთა შს მინისტრმა იმისთვის, რომ თენგიზ გუნავას საქმე გარკვეულიყო და რა კვალიფიკაციას აძლევს იგი იარაღისა და ნარკოტიკის ჩადების ფაქტს, ღარიბაშვილმა განაცხადა: „მე არ დაველოდე გამოძიების შედეგებს, იმისათვის, რომ დავრწმუნებულიყავი, ჩაუდეს თუ არ ჩაუდეს, მე დავავალე გენერალურ ინსპექციას აღნიშნული საკითხის შესწავლა. არ დადასტურდა, რომ მას ჩაუდეს იარაღი, ან ნარკოტიკი დაალევინეს, მაგრამ გამოიკვეთა პროცესუალური და პროცედურული დარღვევები და მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ის 6 თანამშრომელი, რომლებიც იყვნენ ჩართული გუნავას საქმეში, დავითხოვე სამსახურიდან. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინპექციამ იგივე დასკვნა დადო. შესაბამისად, ამაზე მეტი რეაგირების მოხდენა არ ვიცი, რა უნდა იყოს“.
აქვე ღარიბაშვილმა მისი მხრიდან რეაგირებაზე საუბრისას უმცირესობას შეახსენა: „მე ვთქვი, რომ აღარ ჩავუდებთ უდანაშაულო ადამიანებს იარაღს, ნარკოტიკს“ და კითხვის ავტორს მოუყვანა მაგალითი მისი ოჯახის წევრთან დაკავშირებით, რომელიც „აბსოლუტურად უსამართლოდ დააკავა თქვენმა ხელისუფლებამ და ერთი წელი უსამართლოდ იხდიდა სასჯელს“.