სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი: „ჯიბის პოლიცია – ეს ტერმინები წარსულს უკავშირდება“

1irakli-samarTa1საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა. მის მიმართ უმცირესობის დეპუტატ მარიამ საჯაიას მიერ დასმულ კითხვაზე ეკა ბესელიას შვილის მიერ ადამიანის დაჭრის თაობაზე, მინისტრმა უპასუხა, რომ მსგავსი ფაქტი არ დადასტურდა.

საჯაიას თქმით, პოლიცია ადგილზე იყო მისული, თუმცა, საქმე არ აღძრულა, და შესაბამისად, გამოძიებაც არ დაწყებულა. ამ კონტექსტში საჯაიამ „ჯიბის პოლიცია“ ახსენა, რასაც მინისტრი შეეწინააღმდეგა და განაცხადა, რომ ეს პოლიციის შეურაცხყოფა იყო.

თქვენ საიდან გაიგეთ, მოხდა თუ არა დაჭრა, საიდან გაიგეთ, საიდან გამოიძიეთ თქვენი პირადი ჯიბის პოლიციიდან? – მიმართა საჯაიამ მინისტრს.

ირაკლი ღარიბაშვილმა  პოლიციის შეურაცხყმყოფელი ზემოაღნიშნული რეპლიკისთვის მარიამ საჯაიას ბოდიშის მოხდა სთხოვა: უნდა მოუხადოთ ბოდიში პოლიციას, რადგან ეს არის პოლიციის შეურაცხყოფა და მათთვის ჯიბის პოლიცია მძიმე შეფასებაა“.

ჯიბის პოლიცია ეს ტერმინები წარსულს უკავშირდება. მე პოლიციას, როგორც ჩემს მეგობარს, ისე ვეპყრობი. რაც შეეხება ბესელიას შვილის ფაქტს, ესეც არ არის სწორი. ეს გამოვიკვლიეთ და არ დადასტურდა, რომ ბესლიას შვილს ვინმე დაეჭრას. ეს ჩემი დაზუსტებული ინფორმაციაა. არ იყო დაჭრა! რა გამოძიება?! დაჭრა არ მოხდარა, არც მომჩივანი იყო და არც დაზარალებული, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მარიამ საჯაიას განცხადებით, ის ბოდიშს იმ შემთხვევაში მოიხდის, თუ ეს სიტყვები ალოგიკურია.