აქტუალური
საერთაშორისო ნავთობისა და გაზის კომპანია ინვესტიციებს გაზრდის

1fronte-sazo-1-mtსაქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. საერთაშორისო ნავთობისა და გაზის კომპანია საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გუშინ საერთაშორისო ნავთობისა და გაზის კომპანია „ფრონტერა საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორ სტივენ ნიკანდროსს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა უკვე არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ „ფრონტერას“ სათავო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. კომპანიამ ჩვენს ქვეყანაში საქმიანობა 1997 წლიდან დაიწყო.

1fronte-sazo-1-1 1fronte-sazo-1-2