აქტუალური
ქართველები – საკუთარი ქვეყნის ხიზნები

miwis-nakvetiსაქართველოში მიწის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქალაქ ბათუმში ერთი კვადრატული მიწის ფართობის ფასმა უკვე 2 000 ევროს მიაღწია, რაც ევროპის წამყვან სახელმწიფოებში არსებულ ფასს 1/3-ით აჭარბებს.

ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ამ ფასის გადახდას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ახერხებს, და, ფაქტობრივად, ამ მიწების მიყიდვა წინასწარვე უცხელებისთვისაა გამიზნული.

საქინფორმი შეეცადა, გაერკვია, რამდენად ადეკვატურია აღნიშნული ფასები საქართველოს მოქალაქეების შემოსავლებთან? როგორც ეკონომიკის ექსპერტმა პაატა შეშელიძემ განგვიცხადა, ეს არის ფასი, რომელსაც უცხოელი ბიზნესმენის გარდა ვერავინ გადაიხდის და ,,პარალელებს სხვა ქვეყნებთან არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ქვეყანა თავის ფასს ადგენს, თუმცა ერთი ცხადია, რომ ძალიან დიდხანს მოუწევს ლოდინი აჭარის მთავრობას, სანამ ამ მიწებს გაყიდიან. უბრალოდ, გულდასაწყვეტი ის არის, რომ უახლოეს მომავალში ბათუმში აგარაკი ქართველებს აღარ ექნებათ და იქ მხოლოდ უცხოელები იცხოვრებენ’’.