საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 18 მარტს, ხელი მოაწერა სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ელჩების დანიშვნის განკარგულებას.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 18 მარტის №18/03/04-18/03/12 განკარგულებებით დანიშნულ იქნენ:
ნატო საბანაძე – ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად;
მიხეილ უკლება – უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;ეკატერინე სირაძე-დელონე – საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად;
არჩილ გეგეშიძე – აშშ-ში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;
ზაზა კანდელაკი – უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;
კონსტანტინე ზალდასტანიშვილი – ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად;
თეიმურაზ ჯანჯალია – ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;
ზაალ გოგსაძე – ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;
კარლო სიხარულიძე – იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად.