უცხოეთი
აშშ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გაფართოების ეტაპზე უარს ამბობს

1pro-ucxსაქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. აშშ-მ უარი განაცხადა ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გაფართოების ბოლო ეტაპზე, რომელსაც კრემლი რეგულარულად მთავარ დაბრკოლებას უწოდებდა ბირთვული შეიარაღების შემცირებისა და სხვა საკითხებში თანამშრომლობაში. ეს განცხადება აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა გააკეთა.

"ობამას ადმინისტრაცია არაერთგვაროვანი წარმატებით ცდილობდა რუსეთთან თანამშრომლობას სხვადასხვა საკითხში, სულ ახლახან კი ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურს ორივე ქვეყნის ბირთვული არსენალების შემცირების გაგრძელება, რაზეც რუსეთმა უპასუხა, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების საკითხში წინააღმდეგობათა დარეგულირების გარეშე ამ საკითხს არ განიხილავს“, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.