საქართველო, 18 მარტი,
საქინფორმი. 1965 წლის 18 მარტს
ალექსეი ლეონოვი პავლე ბელიაევთან ერთად მეორე პილოტად კოსმოსში გაფრინდა ხომალდ „ვოსხოდ-2“-ით, რომლის დროსაც ისტორიაში პირველად ღია კოსმოსში გასვლა განახორციელა ხანგრძლივობით 12 წუთი და 9 წამი.
ამ გამოცდილების შედეგად გაკეთდა დასკვნა ღია კოსმოსში ადამიანის მიერ სხვადასხვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობებზე.