სამართალი
ძლიერმა ქარმა 23 800 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

1deni-samarTaaa3საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. ძლიერი ქარის გამო დღეს, დილის 7 საათზე, დაზიანდა სს „თელასის“ კუთვნილი 110-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზები, რომლებიც ელექტროენერგიას აწვდიან ქვესადგურებს – „დიღომი-1“-სა და „დიღომი-2“-ს. 
დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დიდი დიღმისა და დიღმის მასივის ნაწილს. სულ გათიშულია 23 800 აბონენტი – მოსახლეობა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, მათ შორის, დიღომში მდებარე საავადმყოფოები, ტელეკომპანია „იმედი“, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო, საპატრულო პოლიცია, ამერიკის საელჩო. ამჟამადთელასისსაავარიო სამსახური ატარებს გადამცემი ხაზების აღდგენით სამუშაოებს. ეს პროცესი, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში დასრულდება, რის შემდეგაც აბონენტებს ელექტრომომარაგება სრულად აღუდგება, – განაცხადა სს „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ აღდგენითი სამუშაოები მოინახულა.